logo
ENG



ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ასლან ბჟანიასთან

21 თებ 202322:34
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი: მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ასლან ბჟანიასთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან.

"მკაცრად ვგმობ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან".

ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.

ბელარუსის ლიდერმა ბჟანიას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. თვითონ ლუკაშენკო ოკუპირებულ სოხუმში 28 სექტემბერს ჩავიდა. 


close დახურვა